Saturday, June 9, 2018

რესურსის რეფლექსია



საგანი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი - VII
სწავლების საფეხური - საბაზო
რესურსის ინსტრუქცია:
            აღნიშნული რესურსი „ვინსენტ ვან გოგი და მისი შემოქმედება“ შექმნილია VII კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც სწავლობენ ანა კლდიაშვილის ხელოვნების სახელმძღვანელოთი.
რესურსზე მუშაობისას ასევე გავითვალისწინე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა.
ე.ს.გ. VII.7.8. საუბრობს ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე განმარტავს რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, გამოსახულებამ)
            ● აფასებს ხელოვნების ნაწარმოებს საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით.
ე.ს.გ. VII.7.11. ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ცნობილ ნიმუშებს, არჩევს ერთმანეთისგან რეალურ და პირობით გამოსახულებებს.
            ● მოსწავლეები რესურსის გამოყენების შემდეგ შეეცდებიან დამოუკიდებლად ამოიცნონ ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები. განარჩევენ რეალურ და პირობით გამოსახულებებს.
            ● საფუძვლიანად განასხვავებენ პოსტიმპრესიონიზმის სხვა მიმდინარეობებისგან.
            მოსწავლეები რესურსის გამოყენების შემდეგ შეეცდებიან შეძლონ:
            ● ისაუბრებენ ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე, განმარტავენ რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კო,პოზიციამ, ფერმა, გამოსახულებამ)
            ● შეაფასებენ ხელოვნების ნაწარმოებს საკუთარ ცოდნასა და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით,
            ● ამოიცნობენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ცნობილ ნიმუშებს, განარჩევენ ერთმანეთისგან რეალურ და პირობით გამოსახულებებს.


ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია „ვინსენტ ვან გოგი და მისი შემოქმედება“. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ის მე-7 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ვინსენტ ვან-გოგის შემოქმედების სიღრმისეულად გააზრებას.  აღსანიშნავია, რომ პოსტიმპროსიონიზმი მე-7 კლასის სახელმძღვანელოში სიღრმისეულად არაა განხილული. ვინსენტ ვან გოგის შესახებ მოცემული გაკვეთილი "ემოცია, შთაბეჭდილება, განწყობილება" მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს და მომმართავენ უამრავი კითხვით, რამაც გადამაწყვეტინა რესურსის შექმნა. რესურსმიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ფოტო რეპროდუქციებზე დაკვირვების გზით მისი ხელწერის საფუძვლიანად გაცნობას. აღნიშნული ელექტრონული რესურსის გამოყენება დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე საინფორმაციო მასალის შესწავლასა და ვიზუალურად უკეთ აღქმაში  სურათებისდა ვიდეოს საშუალებით. ამ მხრივ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. გარდა ამისა, რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
ელ. რესურსი ხელს უწყობს: აღქმის, შედარების, ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებას. მასწავლებელი-მოსწავლის შემოქმედებითი თანამშრომლობის პროცესის წარმართვას. აღნიშნული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე. სასწავლო რესურსი  ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს. არის ინტერაქტიური და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში. ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება სასწავლო პროცესში ეხმარება მოსწავლეს ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, როგორიცაა: შედარება, ანალიზი, დროსა და სივრცეში ტრანსფორმაცია, ცოდნის კატეგორიზაცია, სინთეზი და სხვა. რესურსის გამოყენება შეუძლია როგორც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს, ასევე ფრანგულის ენის პედაგოგს. მიმართულება: კულტურათა დიალოგი, როგორც სასწავლო მასალა.
 ვებ გვერდის მისამართია: http://maiaarsenadzexelovneba.blogspot.com/


No comments:

Post a Comment