ბიოგრაფია
ვინსენტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 30 მარტს, თეოდორუს ვან გოგის და ანა კორნელიუს კარბენტუსის ოჯახში, გროტ-ზიუნდერტში, ბრაბანტის ჰოლანდიური ნაწილის პატარა სოფელში.
ვან გოგმა, თავისი ტოლი ბავშვების მსგავსად, დაწყებითი განათლება საკმაოდ უწესრიგოდ მიიღო. ერთი წელი სოფლის სამრევლო სკოლაში დადიოდა, შემდეგი ორი წელი კი ზევენბერგენის პანსიონში გაატარა. 1866 წლიდან 1868 წლამდე ტილბურგის პანსიონში ირიცხებოდა. სკოლაში კითხვა შეუყვარდა და ეს სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა. წლების განმავლობაში კითხულობდა ისეთ რომანებს, რომლებშიც სიღარიბის, გლეხების და ჩაგრულების შესახებ იყო მოთხრობილი. უყვარდა დუმილი, მინდვრებში ხეტიალი და ბუნებაში განმარტოება; აგროვებდა, აკვირდებოდა და სწავლობდა ცხოველებს, მცენარეებს და ჩიტების ბუდეებს. ძმებს და მეგობრებს ის ჭკვიან ბიჭად მიაჩნდათ და პატივს სცემდნენ. ბრიუსელში მასთან უმცროსი ძმა, თხუთმეტი წლის თეო ჩავიდა. სწორედ ამ სტუმრობის დროს ჩაეყარა საფუძველი მათ დიდ მეგობრობასა და მიწერ-მოწერას, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდა.
ვინსენტ
ვან გოგის
ნამუშევრები
წისქვილი ჰააგასთან ახლოს, გოგონა ტყეში, მწოლიარე ძროხა, ფერმა ხეებს შორის, ყვავილის მინდვრები, ასაწევი ხიდი, ნიუ-ამსტერდამში, ძველი ტაძარი ნუენენში, ორთვალა შავი ხარით, ორთვალა წითელ-თეთრი ხარით, ვერხვების ხეივანი შემოდგომაზე, ნატურმორტი ჩალის ქუდით, კარტოფილის მჭამლები, ჩონჩხის თავის ქალა სიგარეტით, ყაყაჩოები, პურის ყანა ტოროლით, მზესუმზირები, პარიზის ხედი ვინსენტის ოთახიდან ლეპიკის ქუჩაზე, მამილო ტანგის პორტრეტი, ბაღში მოსეირნე ქალი, აგოსტინა სეგატორი ტამბურინის კაფეში, პეიზაჟი თოვლით, ღამის კაფე, ყვითელი სახლი, კაფის ტერასა ღამით, ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე, მხატვრის დედის პორტრეტი, საწოლი ოთახი არლში, ფოთოლცვენა, არლელი ქალი, წითელი ვენახი, მოგონებები ეტენის ბაღზე, არენა არლში, არლის რესტორნის ინტერიერი, ბილიკი არლთან ახლოს, არლის ხედი, ბაღების ყვავილობა, არლის ხედი პურის ყანიდან, მზის ჩასვლა მონმაჟურში, კიბორჩხალა ზურგზე, ორი კიბორჩხალა, ზამბახები, ვარსკვლავებიანი ღამე, ავტოპორტრეტი (1889წ.), მდელო მთებში, გლეხი შემოღობილ მინდორში, მწვანე ხორბლის ყანა კვიპაროსით, სენ-პოლის თავშესაფარი, ფერმა პროვანსში, პროვანსის გზა ღამით, მარადისობის ჭიშკართან, ჩალით გადახურული სახლები და კოტეჯები, ექიმი გაშეს პორტრეტი, ექიმი გაშეს ბაღი ოვერში, სახლი ოვერში, თეთრი სახლი ღამით, გოგონა თეთრებში, ტაძარი ოვერში, დაუბიგნის ბაღი, ფერმები ოვერთან ახლოს, ყვავილოვანი წაბლის ტოტები, სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი, პურის ყანა კვიპაროსებით, პურის ყანა ყორნებით, ფესვები, ვარდისფერი ვარდები.

ვან გოგზე
ვან გოგმა დაიწყო ხატვა მხოლოდ მაშინ, როცა 27 წლის გახდა. იქამდე ის ცდიდა თავს სხვადასხვა პროფესიაში. რელიგიასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა. ბოლოს და ბოლოს, მან გადაწყვიტა, ესწავლა ხატვა და დაიწყო ქრისტიანული ცხოვრების ამსახველი ნახატების შექმნა. 1886 წელს, როცა ის პარიზში ჩავიდა, გაიცნო იმპრესიონიზმის ცნობილი წარმომადგენლები. მისი სიყვარულის წყალობით იაპონური მხატვრობის მიმართ ვან გოგმა დაიწყო ბევრად უფრო ფერადი ნახატების შექმნა.
ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება მოცულია საიდუმლოებებითა და ჭორებით. მეცნიერები დღემდე დავობენ დიადი მხატვრის ფსიქიკური აშლილობისა და სიკვდილის მიზეზებზე. მის ნახატებში პოულობენ საიდუმლო ჩანაფიქრებს, წერილებში კი, რომელსაც ძმას უგზავნიდა, ნათლად ჩანს, თუ როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა.
ბედისწერა დაუნდობლად მოექცა, როცა სულ რაღაც 10 წელი მისცა შემოქმედებითი ცხოვრებისთვის. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვან გოგი ნამდვილ ოსტატად ქცეულიყო. მუდმივი შრომის, დაუშრეტელი ნიჭისა და სამყაროზე საკუთარი ორიგინალური ხედვის წყალობით მან შექმნა პოსტიმპრეზიონიზმის ნამდვილი შედევრები.
საინტერესო
ისტორიები მხატვრის ცხოვრებიდან
ერთ-ერთი ვერსიით ვან გოგმა ყური თავად მოიჭრა. არის რამდენიმე გავრცელებული ვარაუდი ამ ფაქტთან დაკავშირებით: ზოგი თვლის, რომ მან მოიჭრა არა მთლიანი ყური, არამედ ნაწილი ძლიერი ტკივილების გამო, რაც ანთებით იყო გამოწვეული. სხვები ფიქრობენ, რომ ეს ჩაიდინა იმიტომ, რომ მის ნახატებზე აღარ იყო მოთხოვნილება.

მზესუმზირები
ვან გოგის ნახატებში ყვითელი ფერისა და მისი სხვადასხვა ელფერების სიჭარბეს მეცნიერები ხსნიან ეპილეფსიის წამლების დიდი რაოდენობით მიღებით. ეპილეფსია გამოწვეული იყო აბსენტის გადამეტებული მოხმარებით. მას ასევე დაუდგინდა ჰიპერგრაფია, აკვიატებული მიდრეკილება ინტენსიური წერისადმი, რაც ვინსენტის შემთხვევაში დაუოკებელი და ხშირი ხატვის სურვილით გამოვლინდა.
“მზესუმზირები” – ვინსენტ ვან გოგის ნახატების ორი ციკლი. პირველი ციკლი დაიხატა პარიზში 1887 წელს. იგი ეძღვნება მწოლიარე ყვავლილებს. მეორე სერია დაიხატა ერთი წლის შემდეგ ქალაქ არლში. მეორე სერია ეძღვნება მზესუმზირის თაიგულებს ლარნაკში. ორი პარიზული ნახატი შეიძინა ვან გოგის მეგობარმა – პოლ გოგენმა. “ჩემში არის ცოტა მზესუმზირა,”- ამბობდა ვინსენტ ვან გოგი, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებდა ამ ნაყოფიერ ყვავილებს. მისთვის მზესუმზირას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – ყვითელი ფერი მეგობრობასა და იმედს ასახიერებდა, გაშლილი ყვავილი კი მადლიერების სიმბოლოდ მიაჩნდა.
ვინსენტმა თავისი
ცნობილი „ვარსკვლავიანი ღამე“ შექმნა
სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას (საფრანგეთი).
ალბათ, შეგიმჩნევიათ ვინსენტის ნახატებში სწრაფი და ცოტა უხეში ფუნჯის მონასმებით შესრულებული ობიექტები, რომლებიც მოძრაობის იმიტაციას ქმნიან. ხელოვანის ნახატებზე დაკვირვებისა და შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს რომ ვინსენტი თავის ნამუშევრებში,რომლებიც ცხოვრების ქაოტურ პერიოდში შექმნა, ასახავდა უცნაურ ბუნებრივ მოვლენას ტურბულენტობას. ეს არის სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების ქაოსური პირობითი გამოსახულების ცვლილებით. ის მეცნიერებაში ერთ-ერთ ურთულეს ცნებად და კომპლექსურ მათემატიკურ პრინციპად ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული. სხვა იმპრესიონისტების ნახატების ანალიზის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი არ შეესაბამება ისეთ მათემატიკურ სიზუსტეს, როგორც ვან გოგის ნამუშევრები.

ერთ-ერთი
პირველი ნახატი – „კარტოფილის მჭამელები“
ვინსენტს სურდა ეჩვენებინა, რომ
ამ ხალხმა თავისი შრომით გაზარდა ეს კარტოფილი, თეფშზე იმავე ხელმა დააწყო, რომელმაც
მიწა თხარა, უნდოდა მათში ისე მძიმე ფიზიკური შრომა ამეტყველებულიყო, რომელმაც პატიოსანი
გზით მათ „პური მათი არსობისა“ მისცა. დიდი ჯაფა და ნერვები დასჭირდა ვინსენტს ამ სურათის
სისრულეში მოყვანისათვის სურათი, მტვრიანი, გაუთლელი კარტოფილის ფერში დახატა . სუფრა
ჭუჭყიანი აფარია, კედელი გაბოლილი, ხის გაურანდავ ჭერზე ლამპა კიდია. კარტოფილს ოხშივარი
ასდის, ყველას მშვიდი სახე აქვს, ცხოვრებას ჩვეული მოთმინებით შეგუებული.
ვან გოგის საძინებელი
ვან გოგი ხშირად აკვირვებდა თავის ძმას უცნაური საქციელებით. ერთხელ მან იქირავა ოთხოთახიანი სახლი თვეში 15 ფრანკად და შეიტანა 300 ფრანკის ღირებულების ავეჯი. 1888 წელს შეიძინა პატარა სამუშაო ფართი არლში, საფრანგეთის სამხრეთით, სადაც გაექცა პარიზს და იქაურ კრიტიკოსებს. აქ გადაწყვეტს დახატოს ” ვან გოგის სახლი არლში”. “მთელი ხიბლი კოლორიტშია, -წერს ის ძმას, ტეოს,- რომლის გამარტივებითაც მე ვაძლევ ნივთებს მეტ სტილს, რათა მათ შექმნან დასვენებისა და ძილის ატმოსფერო.

წითელი ვენახები არლში
ვან გოგმა ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ნახატი, ისიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 1890 წელს გაყიდა სულ რაღაც 400 ფრანკად. ეს იყო “წითელი ვენახები არლში”. დღეს ვან გოგის ტილოები ფასდაუდებელია.
ვან გოგს მთელი ცხოვრება სტანჯავდა დაბალი თვითშეფასება. დიდება ეწვია მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

ვან გოგის უკანასკნელი ნახატი „ხორბლის ყანები“
ვინსენტ ვან გოგი გარდაიცავალა 1890 წელს. მან თავი მოიკლა, ტყვიით გულში. ის იყო გამოუვალი მდგომარეობის სასოწარკვეთილებაში. ვან გოგი ხვდებოდა, რომ თავს აბეზრებდა ძმას, რომელიც მუდამ მასთან იყო ყველაზე მძიმე დროს. თვითმკვლელობის მცდელობა არ გამოუვიდა, ის გასროლიდან კიდევ 2 დღე ცოცხლობდა. ძმამ შეაგროვა ვინსენტის ნამუშევრების დიდი ნაწილი, ცოლმა კი გამოაქვეყნა ნახატები. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა სტივენ ნეიფიმ და გრიგორი ვაიტმა გააკეთეს განცხადება, რომელიც უარყოფს მხატვრის სიკვდილის ამჟამინდელ ვერსიას. ისინი ამტკიცებენ, რომ ვან გოგის სიკვდილი უფრო უბედური შემთხვევაა. მათი აზრით, მხატვარს შემთხვევით ესროლა ორმა პატარა ბიჭმა.

სიცოცხლეშივე არაღიარებული მხატვარი დღეს უდიდესი პოპულარობით
სარგებლობს. მისი ტილოები, შექმნიდან 100 წლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე
ძვირი ხელოვნების ნიმუშებია, უკვე აღიარებულია ღირსეული ექსპერტებისა და მხატვრების
მიერ. დღეს მისი ნახატები ამშვენებენ ყველაზე ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებს.
ვან გოგის ნახატები ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროა დღესაც კი. ახალ ამბებში ისმის ინფორმაცია ახალგაზრდა ავტორების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ცნობილი მხატვრის ნახატების საინტერესო ინტერპრეტაციები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ბერძენი პეტროს ვრელისის ვიდეო.
No comments:
Post a Comment